Jobs.GE



დასახელება: დურგალი/დსპ-ზე მომუშავე ხელოსანი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას დურგლის/დსპ-ზე მომუშავე ხელოსნის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ხელფასი 800 ლარი, პლუს ჯამრთელობის დაზღვევა.
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე; დასვენების დღე: კვირა. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარჯვენა სანაპირო 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, "გალერეა დემასი". დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
საგამოცდო პერიოდი: 2 კვირა

სამსახურებრივი მოვალეობა: საგამოფენო დარბაზში სტენდების (დსპ) აწყობა და სანტექნიკური პროდუქციის მონტაჟი. საგამოფენო და საოფისე ინვენტარის რემონტი და სხვა მგავსი სამეურნეო სამუშაოების შესრულება.

პიროვნული თვისება: დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მიღებაზე განიხილება მამაკაცების კანდიდატურა, 25-დან 40 წლის ჩათვლით.

საკონტაქტო ტელეფონი: 595 108020
ვებ გვერდი: www.demasi.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი