Jobs.GE



დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: რესტორანი ანკარა სტაილი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

ახალგახსნილი მაღალი დონის რესტორანი "ანკარა სტაილი" აცხადებს ვაკანსიას:

1. ჰოსტესი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორანში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება მაგიდებზე;
** რესტორანში რეზერვაციასთან დაკავშირებული ზარების მიღება და აღრიცხვა
** რესტორანში სასიამოვნო გარემოს შექმნის მხარდაჭერა
** მენიუს პრეზენტირება, რეკომენდაციების გაწევა მომხმარებლისთვის და შეკვეთების მიღება
** მიმტანებთან კოორდინაციის გეგმის შემუშავება და დანერგვა
** რესტორნის ინტერიერსა და ექსტერიერზე ზრუნვა შესაძლებლობების ფარგლებში
** პრეტენზიულ კლიენტებთან სიტუაციის დიპლომატიურად მოგვარების უნარი
** მომხმარებლის ინტერესების გაგება და ინფორმაციის კოორდინაცია მიმტანებთან, რესტორნის მენეჯმენტთან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სერვისის ცოდნა;
** რესტორნის/კვებითი მომსახურების სფეროს ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალურობა/ ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე რესტორანში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 116;

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ankcatering.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ჰოსტესი/მიმტანი), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"ანკარა სტაილი" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი