Jobs.GE



დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / განახლდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ოქტ

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ყოველკვირეული ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება და კომპანიაში არსებული ფულადი სახსრების კონტროლი;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** დღიური საბუთების წარმოება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახდების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA (F1, F2, F3 -აუცილებელი მოთხოვნა)
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კომპანიაში, საშუალო ყოველწლიურ ბრუნვით 100 000 ლარის ოდენობით.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ორიენტირებული
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** საკუთარ თავზე მუშაობის ინტერესი და პროფესიული განვითარებისადმი სწრაფვა
** მოწესრიგებულობა და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: hr@betsolutions.com არა უგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი