Jobs.GE



დასახელება: სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის მასშტაბით სამეურნეო საკითხების ორგანიზება;
** ფილიალის სამეურნეო საწყობის მენეჯმენტის განხორციელება (საჭირო ინვენტარის შეკვეთა, ჩამოწერა);
** ფილიალის სერვისის სახარჯი მასალების საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ელექტრო-ტექნიკური სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალის მასშტაბით ელექტრო, წყალგაყვანილობის, სავენტილაციო, გათბობის და უსაფრთხოების სისტემების გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2017 წლის 30 ოქტომბრისა.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი