Jobs.GE



დასახელება: მიმღები ოპერატორი - ფოთი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვის ცენტრში სატრანსპორტო საშუალებების მიღება და მათი საჭიროებების დადგენა;
** ავტოსერვისისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა და ფასების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;
** შესრულებული სამუშაოების დასრულების შესახებ, მომხმარებლების ინფორმირება.

პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ავტომობილების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი