Jobs.GE



დასახელება: კონკურსი HVAC სისტემების მომსახურებაზე
მომწოდებელი: ამტელ ჰოსპიტალ ფროფერთი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

შპს "ამტელ მედიქალ ფროფერთი" აცხადებს ტენდერს გათბობა კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების მუშაობის მომსახურებაზე.

გათბობა კონდიცირება ვენტილაციის სისტემების მომსახურების პირობები:

** საქვაბეში დამონტაჟებული აგრეგატების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. (აგრეგატების ჩამონათვალი მიეკრობა ხელშეკრულებას დანართის სახით) ყველა საჭირო დოკუმენტაცია გაიცემა ხელზე დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე. საკონტაქტო პირი დავით კაცაძე. 599 07 21 21
** არსებული ჩილერების მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მომზადება სეზონის წინ და მუშა აგრეგატების დროულად შემოწმება.
** შენობაში დამონტაჟებული ფანკოილების ფილტრების პერიოდულად გაწმენდა და მათი მუშაობის უზრუნველყოფა.
** საოპერაციოსა და რეანიმაციის სივრცეში დამონტაჟებული ჰეპა ფილტრებისა და ფანკოილების დროულად გაკონტროლება და საჭიროების შემთხვევაში ჰეპა ფილტრების გამოცვლა.
** შენობაში არსებული საკონდესაციო მილების სისტემის რევიზირება და კონტროლი მისი გამტარუნარიანობის კონტროლის მიზნით. რათა არ მოხდეს კონდენსატების დაგროვება და გადმოსვლა ფანკოილების დამონტაჟების ადგილებში.
** დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში დროულად გამოცხადდეს ადგილზე და მოახდინოს სწრაფი რეაგირება დაზიანებაზე ან წარმოქმნილ პრობლემებზე.
** მოახდენს სისტემების სრულ ტესტირებას ხილული და ფარული ხარვეზების დადგენა-აღმოჩენის მიზნით, ხოლო აღმოჩენის შემთხვევაში
** გააფორმებს სათანადო დეფექტურ აქტს და ამ აქტის საფუძველზე შემსყიდველის მიერ მასალა მოწყობილობების მოწოდებისთანავე მოახდენს მათ დროულ მონტაჟს.
** მომსახურეობის შემდგომ პერიოდში განახორციელებს სისტემების როგორც მექანიკური ასევე ელექტრონულ-ავტომატიკური ნაწილების გამართული მუშაობისთვის მუდმივ მონიტორინგ-ტესტირებას. რაიმე სახის დაზიანების შემთხვევაში დეფექტების დაუყონებლივ აღმოფხვრა-შეკეთებას. ასევე საჭირო შემთხვევაში მოახდენს ფრეონის სრულ გამოცვლა ან ჩამატებას (ფრეონს შეიძენს დამკვეთი).

მომსახურების შემდგომ პერიოდში ისეთი დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს დაზიანებული დეტალებისა და აგრეგატების გამოცვლას და ასევე, სისტემური დაზიანების შემთხვევაში, შემსრულებლის მხრიდან შესაბამის სამსახურთან ერთობლივად შეადგენს დეფექტურ აქტებს (გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ნუსხის მითითებით). დამკვეთის მიერ დეფექტურ აქტში ჩამოთვლილი მასალა მოწყობილობების შეძენის შემდგომ, შემსრულებლის მიერ დეფექტების სრული და დროული აღმოფხვრა-შეკეთება მოხდება დაუყოვნებლივ.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი