Jobs.GE



დასახელება: კოორდინატორი - ბათუმი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს "ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო ნიუ ლაიფ ჯორჯია" (http://www.newlifegeorgia.com) აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის თანამდებობაზე - ბათუმში.

სამუშაო მოვალეობები:

** სუროგატი დედების მოძიება;
** სუროგატი დედების ანკეტების შევსება და მონაცემთა ბაზაში შენახვა;
** სუროგატების სამედიცინო პროცედურების მეთვალყურეობა;
** კვერცხუჯრედის დონორების მოძიება;
** ექიმთან და პაციენტებთან ურთიერთობა;
** ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთობა;
** სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** კვალიფიკაცია: კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული და / ან თურქული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერის უნარ-ჩვევები;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული, მონდომებული, ენერგიული, ინოვაციური;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი; კონფლიქტების მართვის უნარი;
** კარგი მოლაპარაკების უნარი (პრეზენტაბელური);
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური ურთიერთობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, კეთილსინდისიერება.

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსები გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ხელფასი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 700 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@newlifegeorgia.com 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი