Jobs.GE



დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი - შიდა ქართლი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ოქტ

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: რუსთავი (შიდა ქართლი) / გორი, ქარელი, ხაშური (შიდა ქართლი)

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა "კრედოს" სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი