Jobs.GE



დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** თურქული ენის მაღალ დონეზე ფლობა; როგორც სალაპარაკო ასევე ტექსტის გრამატიკულად გამართულად თარგმნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაციის კარგი უნარით;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიმდინარე დავალებების ოპერატიულად შესრულება;
** დისციპლინის და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** სატელეფონო ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება და გადამისამართება;
** შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
** სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** დირექტორთან ერთად შეხვედრებზე დასწრება;
** დირექტორთან ერთად მოგზაურობა რეგიონებში, საჭიროების შემთხვევაში;
** წერილების მიღება-გაგზავნა(საჭიროების შემთხვევაში თარგმნა);
** რეპორტინგი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე: pharmilac11@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი