Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ოქტ

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე, თბილისში.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** სადისტრიბუციო კამპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის დამყარება, გაცნობა;
** ობიექტებში შეღწევადობა, პოზიციების მოპოვება, გაუმჯობესება;
** სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებთან კარგი ურთიერთობის დამყარება;
** ოპტიმალური საინვესტიციო პაკეტის შეთავაზება;
** სარეკლამო მასალების სწორი განთავსება, კონტროლი;
** თაროების და სხვადასხვა მოწყობილობების განთავსება/დამონტაჟების უზრუნველყოფა;
** ბარამბოს მერჩენდაიზინგული სტანდარტების დაცვა;
** კონკურენტული სიტუციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, რეპორტინგი;
** პოკეტის გამოყენება შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
** ბარამბოს წინასწარ განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით სავაჭრო ობიექტებში ასორტიმენტის წარმოდგენის კონტროლი;
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** სხვადასხვა პრომო აქციებში აქტიური მხარდაჭერა, მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერთან;
** დისტრიბუციასთან აქტიური კონტაქტი სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გაწონასწორებული;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** სხარტი აზროვნება.

ტექნიკური უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე hr@barambo.ge და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 23 ოქტომბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი