Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების/მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: საქსპეცტრანსი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

შპს "საქსპეცტრანსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოთხოვნები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება.
** პროექტების მოძიება (ნებისმიერი სირთულის სამშენებლო), შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება, (სატელეფონო, შეხვედრის ორგანიზება) შემდგომი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით სათანადო პრეზენტაციის ჩატარება (ქართული, რუსული, ინგლისური);
** კლიენტთან ხანგრძლივი, ნდობაზე დაყრდნობილი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრების უზრუნველყოფა.
** ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაცია, სიახლეების შემუშავება.
** საერთო მარკეტინგული გეგმის-შემუშავება.
** სოციალური მედიის ადმინისტრირება.
** ვებ-გვერდის ადმინისტრირება.
** საჭიროებიდან გამომდინარე დიზაინი-ბეჭდვა-მომზადება-მიწოდება.
** პრეზენტაციების, ბანერების დიზაინის და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნა კომპანიის ბრენდ-ბუქის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 3 წელი);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული, ინგლისურის და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების და კრეატიულობის უნარი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** შრომისმოყვარე, დისციპლინირებული.
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი/

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ 2017 წლის 03 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: Info@gst.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი