Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სტრადა მოტორსი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

"სტრადა მოტორსი" - FIAT, JEEP, ALFA-ROMEO-ს ექსკლუზიური დილერი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საქართველო / თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.191
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00, შაბათ-კვირა დასვენება)
სფერო: ავტომობილები / მარკეტინგი

მოვალეობები:

** ბაზრის, კონკურენტების კვლევა, ანალიზი და პოზიციონირება
** ბრენდების განვითარებისა და გაძლიერებისათვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ანალიზი
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და ანალიზი
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი, საბაზრო ტენდენციის შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და ანალიზი
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა.
** გაყიდვების და შესყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა
** მარკეტინგული შესყიდვების ეფექტური განხორციელება
** ბროშურებისა და სხვა მარკეტინგული მასალების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება
** სოციალური ქსელისა და საიტის ადმინისტრირება
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება
** შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე თვიური/კვარტლური/წლიური რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, დროის სწორად განაწილება
** საავტომობილო ტერმინოლოგიის ათვისება და პროდუქტის შესახებ სხვადასხვა ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი გაცნობა
** საავტომობილო სპეც. რეგულაციების და კანონების გაცნობა
** კომპანიის ყველა შიდა პროცედურისა და ინსტრუქციის დაცვა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** კრეატულობა
** ინიციატივიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა, დიპლომატიურობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** წარმატებით ორგანიზების, პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა

უპირატესობა მიენიჭება: აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მარკეტინგის სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ელ.მისამართზე: hr@fiat.ge

** CV
** დიპლომის ელ. ვერსია
** სერთიფიკატის ელ.ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

გაფრთხილება:

აპლიკანტები, რომლებიც გამოაგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას ერთზე მეტჯერ იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი