Jobs.GE



დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მოტოკურიერი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

"MotoCourier"-ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო ადგილი: 1 კანდიდატი.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.
** საცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
** ანაზღაურება: გამომუშავება + ფიქსირებული.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება.
** პოტენციური კლიენტების განსაზღვრა, მოძიება და მონაცემთა ბაზების წარმოება.
** პოტენციური კლიენტებისთვის "MotoCourier"-ის საფოსტო-საკურიერო მომსახურების გაცნობა/შეთავაზება.
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაცია.
** გაყიდვების პროცესის წარმოება და მართვა.
** გაყიდვების კონტროლი და მონაცემთა მუდმივი განახლება.
** ბაზრისა და კონკურენციის ანალიზი.
** გაყიდვების ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (აუცილებელია).
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა.
** ენერგიული, პოზიტიური, კომუნიკაბელური, სხარტი აზროვნებითა და გამართული მეტყველებით.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: motocourier@gsd.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"; წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი