Jobs.GE



დასახელება: ტენდერი მეორადი ბანკომატების გაყიდვაზე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
თანდართული ფაილი: 154480-tender.zip

ცხადდება ტენდერი მეორადი ბანკომატების გაყიდვაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** გასაყიდი ბანკომატების მოდელი და ადგილმდებარეობა [სპეციფიკაცია];
** სააპლიკაციო ფორმა.

პირობები:

** საქონლის მდგომარეობა - მეორადი (საქონლის მდგომარეობა იხ. სპეციფიკაციაში).
** მყიდველმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება (ინვენტარის ადგილმდებარეობა იხილეთ სპეციფიკაციაში).
** აღნიშნული ინვენტარის ნახვა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საქონლის მდებარეობის მიხედვით.
** საქონელი იყიდება როგორც მთლიანად ასევე ცალ ცალკე (შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ ფასი ერთ მოდელზე ან რამდენიმეზე ერთდროულად).

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული სპეციფიკაცი);
** იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი ;
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში).

*** შემოთავაზებული ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.).

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21 და განათავსეთ პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 18 ოქტომბერი 2017 წ. (18:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დავით მელითაური
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1851)
E-mail: d.melitauri@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი