Jobs.GE



დასახელება: მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 4 ოქტ / განახლდა: 8 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ

ევროპის ფონდი იწვევს საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებს თანამონაწილეობითი ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგი გაიმართება ევროპის ფონდის პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას საბიუჯეტო საკითხებთან მიმართებით, რათა გაიზარდოს მათი ინფორმირებული მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში.

დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ (ქართულ ენაზე), განაცხადის ფორმასთან ერთად, იხილეთ დანართში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი