Jobs.GE



დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / განახლდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ

სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000 - მდე მომხმარებელს 10 000 მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სწრაფი გადახდის ტერმინალებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, მომხმარებლის ინტერფეისების ტესტირება;
** XML-სტურტურაში მუშაობა
** ტესტირების დოკუმენტაციის წარმოება, პროგრესის შესახებ ანგარიშგება
** ტესტირების სცენარების შედგენა

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ტესტერის პოზიციაზე, მინიმუმ 1 წელი;
** პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა (XML სტრუქტურის ცოდნა);
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;
** აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობა;

განათლება: უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, პრიორიტეტულია პროგრამირების მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ანალიტიკური აზროვნების მქონე

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 20 ოქტომბერი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი