Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 17 ოქტ

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრაციული მენეჯერი - კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის .

ვაკანსიის კოდი: VC2109
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 17.10.2017
კატეგორია: ადმინისტრაციული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** დეტალებზე ფოკუსირება
** კომუნიკაბელურობა
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** მოტივირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მენეჯერის/თანაშემწის პოზიციაზე.
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

1. დავალებების და საკითხების მართვა და კონტროლი:

** კორპორატიული დირექტორის მოთხოვნის შესაბამისად, შიდა თათბირების ორგანიზება, დასწრება და შეხვედრების ოქმების შედგენა;
** მიღებული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** ების მკაცრი კონტროლი და პროგრესის ანგარიშგება (Progress reporting);
** დავალებების მართვის ფარგლებში შიდა და გარე სტრუქტურებთან (stakeholder) ურთიერთობა.

2. დავალებების და საკითხების მართვა და კონტროლი:

** CIB მენეჯმენტის შეხვედრების კალენდრის ორგანიზება, ოთახების დაჯავშნა/მონიტორინგი;
** CIB მენეჯმენტის მივლინებების/მოგზაურობების სრულად უზრუნველყოფა (ვიზები, ავია ბილეთები, ნებისმიერი სხვა ტიპის ტრანსპორტი, სასტუმროების მოძიება/დაჯავშნა ქვეყნის შიგნით და გარეთ);
** CIB მენეჯმენტის საზღვარგარეთ სასტუმროების ჯავშანი (საწევრო, ონლაინ, სააგენტოს და კორპორატიული ტარიფების შედარებით და საუკეთესოს შერჩევით);
** გარე შეხვედრების დაგეგმვა (ლოკაციის შერჩევა, მაგიდის დაჯავშნა, სტუმრებისთვის მძღოლის უზრუნველყოფა);
** CIB მენეჯმენტის კორესპონდენციის მენეჯმენტი, ხელმოწერების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციაზე;
** უცხოელი სტუმრების მივლინების/შეხვედრების ლოჯისტიკური მხარდაჭერა (ტრანსფერი, სასტუმროს დაჯავშნა, პირადი მძღოლი და სხვ.).

3. ოფისის ადმინისტრირება:

** შემოსული კლიენტების საჭიროების დადგენა;
** კორპორატიული კლიენტების მიღება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება;
** Front - ის თანამშრომლების მხარდაჭერა კლიენტთან შეხვედრების ორგანიზების კუთხით, შეხვედრების ოთახების დაჯავშნა და მასთან დაკავშირებული სხვა ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
** უცხო პირების შემოსვლის კონტროლი და მათი დახმარება საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადების მიღების შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2109



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი