Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გრანდ დიზაინი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

კომპანია "Grand design" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგების წესების დაცვა;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე (სასურველია).
** რუსული ენის ცოდნა.
** ასაკი: 21 წლიდან.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: info@granddesign.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი