Jobs.GE



დასახელება: ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
მომწოდებელი: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე.

კატეგორია: ფინანსური
ადგილების რაოდენობა:1

პოზიციის ძირითადი ამოცანები:

** ბუღალტრული მონაცემების/ანგარიშების ანალიზი და კორექტირება ფასს-თან (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები ) შესაბამისობის კუთხით;
** სარეიტინგო სააგენტოებისთვის ინფორმაციის მომზადება მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;
** ინვესტორებისათვის, საპარტნიორო ფონდისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ყოველ-კვარტალური პრეზენტაციების მომზადება;
** წლიური, შუალედური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადება შიდა და გარე მომხმარებლებისათვის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად;
** გარე აუდიტორებისათვის ფინანსური მონაცემების და ანგარიშგების მომზადება/ანალიტიკური დამუშავება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად;
** ინვესტორებისათვის წლიური ფინანსური შედეგების პრეზენტაციის მომზადება;
** კორპორაციის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტიული მოდელების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი პროექტების შემუშავება, მიმდინარე პროექტების შეფასება და მათი შედეგების ანალიზი.

საგანმანათლებო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის დიპლომი (ფინანსური -ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური მენეჯმენტი)
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Office პროგრამები)
** ენების ცოდნა:

- ქართული - (მშობლიური)
- ინგლისური - (წერილობითი, ზეპირი)
- რუსული - (წერილობითი, ზეპირი)

აუცილებელი უნარები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, CV (Curriculum Vitae) და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნეთ სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gogc.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენს მიერ გამოგზავნილი აპლიკაციის ფორმა) 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 2017 წლის 4 ნოემბრამდე .

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობებათ 2017 წლის 20 ნოემბრამდე.

შენიშვნა:

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებო მოთხოვნებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი