Jobs.GE



დასახელება: ბარის მენეჯერი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 17 ნოე

"ევროპაბეთი " 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტები ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოქჰოლმში, ტალინში, თბილისსა და ლონდონში). ბეტსონ ჯგუფი 53 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია ევროპაბეთი სათამაშო აპარატების სალონში (სლოტ-კლუბი) აცხადებს ვაკანსიებს ბარის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კოსტავას ქ. №47/57
სამუშაო განაკვეთი: სრული, სტანდარტული; კვირაში 2 დასვენების დღე
სამუშაო საათები: 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათი შესვენება
ასაკი: 18 წლიდან;
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მომწოდებლების მოძიება და ეფექტური ფასით შესყიდვის უზრუნველყოფა;
** ბარში არსებული სასმელების (არა ალკოჰოლური/ალკოჰოლური) მარაგის კონტროლი;
** პროდუქტის ფასწარმოქმნა და მარჟის კონტროლი;
** ბარისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის შესყიდვა;
** დამატებითი მოვალეობის სახით ფილიალისათვის საჭირო სახარჯი/სამეურნეო საშუალებების შესყიდვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

** ბარში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბარის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** ადმინისტრაციულ და ფინანსურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დროისა და მატერიალური რესურსების ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 17 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@europe-bet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "ბარის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი