Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიაზ ნეიჩერლ
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 29 ოქტ

შპს "ჯორჯიაზ ნეიჩერლ" და შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპანიის მართვის პროგრამულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** ISO სტანდარტების დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის წარმოება, ფოსტის მიღება-გაგზავნა;
** საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების შემუშავება და მონიტორინგი;
** შესყიდვების აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და ორგანიზება;
** თანამშრომელთა მონაცემების დარეგისტრირება შესაბამის პროგრამაში;
** შვებულებებისა და მივლინებების ადმინისტრირება;
** თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების კონტროლი და შესაბამისი ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიის სხვადასხვა ერთეულებს შორის შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კრიზისული სიტუაციების მართვაში მონაწილეობა, მათ შორის თანამშრომელთა საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო შეხვედრების ორგანიზება;
** სხვადასხვა HR პროექტებში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა.

უნარ-ჩვევები:

** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და დამახსოვრების უნარი;
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aromavacancy@gmail.com 2017 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი