Jobs.GE



დასახელება: HVAC სისტემების ინჟინერი-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ

Domson`s Engineering-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ანხორციელებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, Domson`s Engineering-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: HVAC სისტემების ინჟინერი-კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მრავალპროფილური კომერციული, საცხოვრებელი, საწარმოო, ინფრასტრუქტურული და შერეული პროექტების შენობა-ნაგებობების საინჟინრო ქსელების პროექტირება.
** გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემების დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ისევე, როგორც წარმატებულად დასრულებული პროექტების არსებობა.
** შესრულების ტექნიკური შეფასება, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, კონცეპტუალური და საბოლოო დიზაინი, ხარჯთაღრიცხვები, და საინჟინრო გათვლები.
** მდგრადი მექანიკური სისტემების კვლევა და პროექტირება, მათ შორის: გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განაწილების ცოდნა.
** სისტემური დიზაინის მხარდასაჭერი საინჟინრო კალკულაციების მომზადება/ გადამოწმება.
** სტატისტიკური მონაცემების შეფასება და ანალიზი , მომხმარებელბისთვის სხვადასხვა დიზაინის მქონე წინადადებების, სპეციფიკაციების და სახელმძღვანელოების მომზადება, რათა დადგინდეს სისტემის დიზაინის და ინსტალაციის მიზანშეწონილობა.
** კონსტრუირების პროცესის საშუალებით მოახდინოს მომხმარებლის მოთხოვნილებების და ტექ. დავალებების შეფასება გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია და წყალ მომარაგების სისტემების მიმართულებით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიაში, მაცივარ დანადგარების დაპროექტებაში ან მონათესავე დისციპლინებში.
** მინიმუმ 3-5 წლიანი კონსტრუირების გამოცდილება HVAC მიმართულებით.
** MEP და HVAC სისტემების კონსტრუირებისთვის საჭირო რომელიმე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: AutoCAD, DDSCAD, Revit MEP, IES და ა.შ.
** მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი: თვითდაჯერებული, მოსაუბრე, თავისი პოზიციის გამტანი.
** კრეატიული პიროვნება, გუნდში მუშობის ეფექტური უნარებით.
** კონკრეტული ამოცანების მისაღწევად დამოუკიდებლად მომუშავე პროფესიონალი.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პირადი თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** მეგობრული, თავაზიანი და ადამიანებზე ორიენტირებული.
** დასახულ მიზნებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომლისთვისაც ხარისხი უმაღლესი პრიორიტეტია.
** შესანიშნავი დროის მართვის და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების მქონე პიროვნება.
** რთულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელსაც მრავალ ამოცანაზე მუშაობის მიუხედავად არ უჭირს დასახული მიზნების მიღწევა.
** მაღალი მოტივაციას დონე და ინოვაციური მიდგომები.

განცხადებაზე გამოხმაურება:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად მეილზე info@domsons.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2017 წელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი