Jobs.GE



დასახელება: სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

"პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა
** სამშენებლო საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები)
** უპირატესობად ჩაითვლება AutoCAD-ში და ArchiCAD-ში მუშაობის გამოცდილება
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომპიუტერული ტექნიკისა და სპეც. პროგრამების ადვილად ათვისების უნარი;
** დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი;
** პროფესიული განვითარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** წერილობითი და ვერბალური კარგი კომუნიკაციის უნარი;
** საქმის ორგანიზების უნარი;
** დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@primeconcrete.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი