Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სუფთა წყალი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

შპს "სუფთა წყალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება და შეკვეთების დაფიქსირება;
** კომპანიის შიდა პროგრამასთან მუშაობა; (შევასწავლით ადგილზე)
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება
** ქოლ-ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
** შაბათი: 09.30-14:00 (კვირაგამოშვებით)
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3x4), ელფოსტაზე: l.bitarashvili@binuli.ge საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი