Jobs.GE



დასახელება: საინჟინრო დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ

თბილისის ცენტრში, ინგოროყვას #5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ობიექტის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და დათვალიერება სისტემატიურად;
** სხვადასხვა სახის სახელოსნო და ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური დაზიანებების აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში.
** ობიექტის ტერიტორიაზე ყველა საჭირო ტექნიკური სამუშაოს შესრულება;
** სამუშაო მასალებისა და იარაღების შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი შეკვეთის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული შესყიდვების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება ბუღალტერიის სამსახურში წარსადგენად;
** მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;
** გაუწიოს კოორდინაცია თავის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სპეციალური ცოდნა სანტექნიკისა და ელ-გაყვანილობის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 ოქტომბრამდე.

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი