Jobs.GE



დასახელება: პრობლემური სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: პროფაინანსი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "პროფაინანსი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი
კონტრაქტის ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, 3 თვე გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებით
საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა და ეფექტური მექანიზმის შემუშავება თანხების ამოსაღებად;
** კლიენტებთან სისტემატიური კონტაქტი, როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტი;
** პირველადი მოქმედება სასამართლოს და აღსულების ეროვნული ბიუროს გზით საქმის წარმართვისთვის;
** კომპანიის იურისტთან აქტიური კომუნიკაცია;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან და მათთვის რეკომენდაციების მომზადება;
** თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის პროფესიული დახმარების აღმოჩენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული;
** აღნიშნული მიმართულებით გამოცდილება საბანკო, მიკროსაფინანსო ან საკრედიტო კოპმანიაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კარგად ორგანიზაებული, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სურვილი პროფესიული ზრდის, სწავლისა და პერსონალური განვითარებისა;
** სტრესულ გარემოში სამუშაოს ზედმიწევნით კარგად და დროულად შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ნოემბერი, 2017 წ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@profinance.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრობლემური სესხის ოფიცერი".

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი