Jobs.GE



დასახელება: პრისელერი - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 3 ოქტ / ბოლო ვადა: 3 ნოე

სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" ეძებს კანდიდატს პრისელერის (გაყიდვების აგენტი) პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 21-35 წელი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა
** აუცილებელია ავტომანქანის მართვის მოწმობა - B კატეგორია.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; ქსელის მართვა, შეკვეთების მიღება;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** კომუნიკაბელური, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 800-1,500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: office-manager@geostar.ge და ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი