« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი


ჩვენი მისია საქართველოში თანამედროვე, დასავლური ტიპის განათლების მისაღებად საჭირო გარემოს შექმნაა.

ჩვენი მიზნებია:

1. სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მაღალი პროფესიული კომპეტენციის, აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება - აგრარული, ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ჰუმანიტარული, მიმართულებათაშორისი დარგებისა და სოციალური მიმართულების სპეციალობებში უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან თანამშრომლობით და შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი გარემოს გათვალისწინებით.

2. ხელი შევუწყოთ არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოზიდვასა და ინტეგრაციას. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საშუალება მივცეთ გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.