« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ოფისი დაარსდა 2000 წლის 7 მაისს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით, ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირებას და საქართველოს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად, ის სწავლობს სხვადასხვა სფეროებში კორუფციის გავრცელების დონეებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, ამ მიზეზების აღმოფხვრის მექანიზმებს და შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის ხელისუფლებას და საზოგადოებას. გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საქართველოს მოქალაქეებს აცნობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, კანონებს, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ სიახლეებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას; იკვლევს საერთაშორისო გამოცდილებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს აქტუალურია საქართველოში; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების შესრულების მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას აწვდის ხელისუფლებას და მოსახლეობას; ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც ასევე მიმართულია ქვეყანაში კორუფციის დაძლევისკენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.transparency.ge
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.