« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი


კომპანია "შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანია დაარსდა 1998 წელს. მცირე რესურსების მიუხედავად ახალგაზრდა და მონდომებულმა გუნდმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. კომპანიის საქმიანობა, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ დედაქალაქს მოიცავდა, ძალიან მალე რეგიონალური მასშტაბის ქსელად იქცა და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. პარტნიორთა უდიდესი ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, "შარმ ტრეიდინგი" გახდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოსა და სომხეთში. დღეს კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა: Rexona, Axe, Dove, Clear, Sunsilk, Domestos, Lipton, Calve, Algida, Kalina, Persil, Perwoll, Palette, Schauma, Gliss Kur, Syoss, Fa,  Selpak, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse Carlsberg, Tuborg, Baltika, Friso, და სხვა.

"შარმ ტრეიდინგ"-ში  მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია  600-მდე თანამშრომელი, ხოლო კავკასიის მასშტაბით - 1000. ეს გახლავთ პროფესიონალთა ის ძლიერი გუნდი,  რომელიც ხელს უწყობს კომპანიის  მზარდ წარმატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური რესურსები და  მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომის მოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ გუნდური მუშაობა, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად. ჩვენი ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sharm.ge | http://www.facebook.com/sharmtrading
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ბრენდ მენეჯერი Open in new window შარმ ტრეიდინგი 23 იანვარი 23 თებერვალი
სავაჭრო წარმომადგენელი Open in new window Salary შარმ ტრეიდინგი 22 იანვარი 22 თებერვალი
სავაჭრო წარმომადგენელი - ქუთაისი Open in new window Located in a region of Georgia Salary შარმ ტრეიდინგი 21 იანვარი 21 თებერვალი