« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
სან დიეგოს სახ. უნივერსიტეტი - საქართველო

სან დიეგოს სახ. უნივერსიტეტი - საქართველო


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო 2015 წლიდან გთავაზობთ საერთაშორისო დონეზე აკრედიტებულ, მეცნიერების და ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამებს, რათა ქართველ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მაღალი ხარისხის STEM განათლება და მოიპოვონ ამერიკული დიპლომი. სწავლება სრულად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების სტრუქტურა ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს წარმატებას მიაღწიონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში. აუდიტორიები, საინჟინრო და სამეცნიერო ლაბორატორიები და კომპიუტერული სამუშაო სივრცეები სრულად აკმაყოფილებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსის მიერ დაწესებულ სტანდარტებს.

კურსები შეთავაზებულია სამ წამყვან ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://georgia.sdsu.edu/ge/
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.