« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი


ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი 2011 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნა. ცენტრის მიზანია ბიზნეს სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა.

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

** ბიზნეს სამართლის სწავლება
** ქართველი პროფესორ-მასწავლებლების ბიზნეს სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
** საქართველოში ბიზნეს სამართლის განვითარების ხელშეწყობა.

ამ მიზნით ცენტრი ეწევა ბიზნეს სამართლის პოპულარიზაციას საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით; ხელს უწყობს ამ სფეროში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას და ბიზნეს სამართლის, როგორც დარგის განვითარებას კვლევისა და პუბლიკაციების საშუალებით.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nccl.ge
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.