« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 

საქართველოს ეროვნული ბანკი


საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nbg.gov.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი სპეციალისტი Open in new window Published within last 2 days Salary საქართველოს ეროვნული ბანკი 15 იანვარი 22 იანვარი