| « ყველა განცხადება | გადაიტანე Facebook-ზე |
![]() |
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზებას და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვას, აგრეთვე უფასო იურიდიულ დახმარებას. სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულებასთან ერთად, რომელიც უპირველეს ყოვლისა სასჯელის ძირითად მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, სამინისტრო ზრუნავს ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, თუმცა სამინისტროს უპირველესი საზრუნავი თავისთავად არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს მრავალმხრივი რეფორმები, რომლებიც შეეხება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას და ასევე პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ვინაიდან კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.mcla.gov.ge |
განცხადებები
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.

