« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო


"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, აშშ-ის მთავრობის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.

საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას" შორის 2013 წელს გაფორმდა და მისი რატიფიცირება მოახდინა საქართველოს პარლამენტმა. კომპაქტი, რომლის მოცულობაც 140 მილიონი აშშ დოლარია, 2014 წლის ივლისიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხორციელდება.

კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო" ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროში განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.mcageorgia.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
შესყიდვების უფროსი კონსულტანტი Open in new window ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 13 სექტემბერი 29 სექტემბერი
ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად Open in new window ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 24 აგვისტო 24 სექტემბერი