« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
ICMPD

ICMPD


მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD 1993 წელს დაარსდა ავსტრიისა და შვეიცარიის ინიციატივით. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. მართალია, ორგანიზაციას ევროპული ფესვები აქვს, მაგრამ იგი საქმიანობას ეწევა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ ამერიკაში.

პროექტი "მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში" (ENIGMMA) ერთ-ერთი შედეგია იმ მუდმივი წარმატებებისა, რომელსაც საქართველო აღწევს ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების, ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, მობილურობის პარტნიორობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაიწყო 2013 წლის დეკემბერში და იგი გაგრძელდება 2017 წლის ივნისამდე.
ამ ორგანიზაციის აქტიური განცხადებები არ მოიძებნა.