« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
Entrée

Entrée

2008 წლის 2 დეკემბერს, თბილისში ჩვენ საფუძველი დავუდეთ საქართველოსთვის კაფეტერიების სრულიად ახალი ტიპის ქსელის "ანტრეს" ფუნქციონირებას. ფრანგ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მცდელობა მიმართული იყო იქითკენ, რომ პროდუქციის ასორტიმენტით, მენიუთი, კაფეტერიების ექსტერიერით და ინტერიერით, სერვისით და თვით იქ დასაქმებული ადამიანებით, "ანტრეს" ბრენდის ობიექტები გვექცია საქართველოში ფრანგული კულინარიის და გასტრონომიის ერთგვარ კუნძულებად.

"ანტრეს" პროდუქცია მზადდება მაღალკვალიფიცირებული ფრანგი შეფ-მზარეულების ზედამხედველობით. ფრანგული პურ-ფუნთუშეულის, ღვეზელების, სენდვიჩების, სუპების, სალათების, საკონდიტრო ნაწარმის და ნაყინის გარდა, დილის 8-დან 11 საათამდე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ, ამერიკულ, ბრიტანულ და სხვა კლასიკურ საუზმეებს. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე დილის 8-დან საღამოს 22 საათამდე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.entree.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მცხობელი Open in new window Entrée 8 ნოემბერი 8 დეკემბერი
მოლარე-კონსულტანტი Open in new window Entrée 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი