 |
კავკასუს ონლაინი
"კავკასუს ონლაინი" ლიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე 1998 წელს, "კავკასუს ნეთვორქის" სახელით გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი. 2008 წლიდან "კავკასუს ონლაინი" ვარნა-ფოთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მფლობელია. კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და მომხმარებლისათვის მაღალხარისხიანი ოპტიკური ინტერნეტის პირდაპირ ევროპიდან მიწოდებას უზრუნველყოფს. დღესდღეობით, "კავკასუს ონლაინი" მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტ მომსახურებას; არის .ge დომენის ადმინისტრატორი; მასვე ეკუთვნის საერთაშორისო სატელეფონო კოდი 8-07, ასევე აქვს საქართველოში ყველაზე დიდი რესურსი ჰოსტინგისა და კოლოკაციის მიმართულებით. |