დირექტორის ბლოგი



17 აპრ, 2013
ადამიანი, რომლის საქმიანობამაც მსოფლიო HR ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. 31 მაისს თბილისში!
ანემი რესი, eBay-ს ყოფილი ადამიანური რესურსების დირექტორი, 31 მაისს თბილისში 1 დღიან ინტერაქტიულ ტრეინინგს გამართავს.

"შემიძლია გითხრათ, ეჭვგარეშეა, რომ ანემი რესი ევროპის წამყვანი HR ექსპერტია. საკუთარი ინოვაციური სტრატეგიებით მან eBay-ში მიაღწია თანამშრომელთა 98%-იან კმაყოფილებას. მოხარული ვარ, რომ იგი დაგვთანხმდა თბილისში სტუმრობას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერაქტიული სემინარი და გამოცდილება დაეხმარება რეგიონულ HR პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უახლესი მიმდინარეობების შესახებ და ასევე დანერგონ ისინი საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაში" - ამბობს კოსტა პეტროვი, P World-ის წარმომადგენელი. სრული ტექსტი »
17 ოქტ, 2012
ახალი დიზაინი, ახალი ფუნქციები
ჯობს.გე-ს არსებობის მანძილზე, 1998 წლიდან, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა "ოქროს შუალედი" საიტის ფუნქციონალურობასა და სიმარტივეს შორის. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში www.jobs.ge სადა და მოხერხებული დიზაინით გამოირჩეოდა. დღეს, როდესაც ჩვენი საიტის დიზაინი იცვლება და მას რამდენიმე ახალი ფუნქცია ემატება, ჩვენ მთავარი პრიორიტეტი კვლავ მისი მოხმარების სიმარტივეა. სრული ტექსტი »
7 დეკ, 2011
"ინსორსი" - ახალი კომპანია საქართველოს დასაქმების ბაზარზე
"ჯობს.გე"-ს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე კლიენტებს ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით, რომ მათთვის სასურველი კადრი შეგვერჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს მომსახურება არ გვქონდა, იგი მუდამ იყო ჩვენი კომპანიის ინტერესის ობიექტი. სრული ტექსტი »
1 ივნ, 2011
დააწკაპუნე ვარსკვლავზე, მონიშნე განცხადება
ჩვენი ვებ-გვერდი საკმაოდ დინამიურია. ახალი განცხადებები სწრაფად იკავებენ ძველი განცხადებების ადგილს. ალბათ ხშირად გაგჩენიათ სურვილი, რომ მოგენიშნათ თქვენთვის საინტერესო განცხადება, რომ იგი შემდგომ არ დაგეკარგათ. სრული ტექსტი »
2 მარ, 2011
ორგანიზაციის გვერდი - ერთი ორგანიზაციის ყველა განცხადება ერთ გვერდზე
თუ ჩვენ ვებ-გვერდზე ხშირად შემოდიხართ და ვაკანსიის განცხადებებს ათვალიერებთ, ალბათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ ამა თუ იმ კონკრეტულ დამქირავებელს, რომლისგან უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს მოელით. იმ მიზნით, რომ გაგიადვილოთ თქვენი ფავორიტი ორგანიზაციის განცხადებების ერთიანად ნახვა, ჩვენ დავნერგეთ ახალი ფუნქცია - ორგანიზაციის გვერდი - სადაც ერთი ორგანიზაციის ყველა აქტიურ განცხადებას იხილავთ. სრული ტექსტი »
27 სექ, 2010
ვიპ-განცხადებები - ახლა მხოლოდ 7 დღით
ჩვენ ვითვალისწინებთ ვიპ-განცხადების განთავსებაზე გაზრდილ მოთხოვნას და შესაბამისად, ვამკვიდრებთ ახალ წესს, რომელიც ვიპ-განყოფილებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და ამავდროულად, შეინარჩუნებს მის ექსკლუზიურობას. ახალი წესის თანახმად, რომელიც ძალაში შედის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ვიპ-განყოფილებაში განცხადების განთავსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 7 დღის ვადით, რის შემდეგაც განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში. თითოეულ კლიენტს შეეძლება ვიპ-განყოფილებაში ერთ ჯერზე მაქსიმუმ 2 ადგილის დაჯავშნა. მინიმალური ინტერვალი დაჯავშნებს შორის იქნება 30 დღე. სრული ტექსტი »
5 მაი, 2010
ახალი $$ სიმბოლო ხელფასისთვის
ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელთა თხოვნას და საგანგებო $$ სიმბოლოთი გამოვყოფთ იმ ვაკანსიებს, სადაც მითითებულია ხელფასის ოდენობა. სრული ტექსტი »
10 ოქტ, 2009
როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე
თქვენ ალბათ არაერთხელ წაგიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული რეზიუმე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორი არ უნდა იყოს რეზიუმე. ჩვენ ვკითხეთ ათობით მსხვილი ორგანიზაციის ადამიანის რესურსების მენეჯერს, თუ კონკრეტულად რა არ მოსწონთ იმ რეზიუმეებში, რომლებსაც ისინი იღებენ, და შემდეგად მივიღეთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი: სრული ტექსტი »
24 აპრ, 2009
ახალი საბანერო რეკლამის ადგილი
ჩვენ გავითვალისწინეთ გაზრდილი მოთხოვნა საბანერო რეკლამაზე და მოხარულნი ვართ შემოგთავაზოთ ახალი საბანერო რეკლამის ადგილი ჩვენ საიტზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ახალ ადგილზე განთავსდება 125x125 ზომის კვადრატული ბანერები, რომლებიც აუცილებლად მიიპყრობენ საიტის მომხმარებელთა ყურადღებას. Flash/SWF, GIF, JPG, PNG - ჩვენ ყველა ფორმატს ვცნობთ. სრული ტექსტი »
28 იან, 2009
გამოხატეთ თქვენი პოზიცია ბანერის სახით და მიიღეთ 50% ფასდაკლება
კიდევ ერთი შესანიშნავი შემოთავაზება ჯობს.გე-სგან: შექმენით და განათავსეთ არაკომერციული ბანერი, რომელიც გამოხატავს კეთილი საქმის, იდეისა თუ ფასეულობის მხარდაჭერას, და ჩვენ სანაცვლოდ მოგცემთ 50% ფასდაკლებას საბანერო რეკლამაზე.

რას ვგულისხმობთ: სრული ტექსტი »
6 იან, 2009
www.jobs.ge "რა? სად? როდის?" სუპერფინალში
პოპულარული ტელეგადაცემის რა? სად? როდის? სუპერფინალში, რომელიც 2009 წლის 2 იანვარს გაიმართა, დაისვა შეკითხვა, რომელზე გაცემული პასუხით ინტელექტუალებმა www.jobs.ge დაასახელეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ-გვერდად საქართველოში. სრული ტექსტი »
14 ნოე, 2008
ვიპ-განცხადება 7 დღით
თუ თქვენ უკვე იცნობთ ჩვენ ვიპ-მომსახურებას და გიცდიათ მისი გამოყენება, ალბათ შეამჩნევდით, რომ ამ მომსახურებაზე არსებული მაღალი მოთხოვნისა და ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, ვიპ-განცხადების გამოქვეყნება არც თუ ისე ადვილია. ამასთანავე, ამ მომსახურების ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ახალ მომსახურებას - ვიპ-განცხადება 7 დღით, მხოლოდ 50 ლარად. სრული ტექსტი »
15 მაი, 2008
2007 წლის 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსია
ხშირად მეკითხებიან, თუ რომელი პროფესიაა დღეს ყველაზე საჭირო. ამ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, მე გადავწყვიტე პატარა კვლევა ჩამეტარებინა, რის შედეგადაც შევადგინე www.jobs.ge საიტზე 2007 წლის განმავლობაში 5 ყველაზე ხშირად გამოქვეყნებული ვაკანსიის ჩამონათვალი. ეს მონაცემები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალ კურსდამთავრებულთათვის და ასევე მათთვის, ვინც საქმიანობის სფეროს შეცვლას ან ახალი პროფესიის ათვისებას აპირებს. სრული ტექსტი »
22 მარ, 2008
VisualCV - შექმენით და გაავრცელეთ თქვენი რეზიუმე ინტერნეტში
VisualCV ახალი ინტერნეტ-პროექტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და გაავრცელოთ თქვენი რეზიუმე ონლაინ რეჟიმში. Word-ში ან PDF ფორმატში შექმნილ ტრადიციულ რეზიუმესთან შედარებით, VisualCV-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დახმარებით შეგიძლიათ თქვენი რეზიუმე უფრო მრავალფეროვანი და ინფორმატიული გახადოთ - დაუმატოთ მას ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ცხრილები, პრეზენტაციები, შესრულებული ნამუშევრები, დასკანერებული დოკუმენტები და სხვა. სრული ტექსტი »
29 ოქტ, 2007
ჯობს.გე მარკეტინგის სახელმძღვანელოში

საქართველოს მარკეტინგის ასოციაციამ ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოსცა არმსტრონგისა და კოტლერის პოპულარული სახელმძღვანელო მარკეტინგის საფუძვლები. ასოციაცია ამ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. სრული ტექსტი »
2 აგვ, 2007
გამარჯობათ! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ბლოგზე
ამ ბლოგზე დაახლოებით თვეში ორჯერ გამოქვეყნდება სასარგებლო რჩევები სამსახურის მძებნელთათვის და სიახლეები საქართველოს დასაქმების ბაზრის შესახებ. საკითხების ან ბმულების შემოთავაზების სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით მისამართზე blog@jobs.ge.

ახალი ჯობს.გე - რა არის ახალი:

ჯობს.გე საიტის ახალი ვერსია მოიცავს რიგ სიახლეებს, რომელთა მეშვეობით საიტი უფრო მოსახერხებელი და ფუნქციონალური გახდა. აი ისინიც: სრული ტექსტი »