კონკურსი სოციალური ვიდეო რგოლის დამზადებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი სოციალური ვიდეო რგოლის დამზადებაზე
მომწოდებელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
მედიის განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით 5 ვიდეო რგოლის დამზადებასა და სოციალური კლიპის სტატუსით მათ ტელევიზიებში განთავსებაზე.

მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს:

** მედია შინაარსის კრიტიკულ გააზრების ხელშეწყობას;
** ყალბი ინფორმაციის/ფოტოს/ვიდეოს გადამოწმების უნარების განვითარებას;
** სოციალურ მედიაში ტროლების იდენტიფიცირების უნარების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი გამოცდილების მქონე კვალიფიციურ ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** ინფორმაცია განმცხადებელის შესახებ, სადაც მითითებული იქნება საინფორმაციო, სოციალური თემატიკის ვიდეო კლიპების და სარეკლამო რგოლების შექმნის გამოცდილება და თანდართული იქნება საილუსტრაციო მასალის ბმულები;
** სოციალური ვიდეო რგოლის იდეა და კონცეფცია, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზნებს შეესაბამება;
** სულ მცირე 2 ნაციონალურ და 2 რეგიონულ მედიაში ვიდეო რგოლების სოციალური კლიპების სტატუსით განთავსების გეგმა.

შეფასების კრიტერიუმები:

** შემოთავაზებული სცენარის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან;
** სცენარის კრეატიულობა და იდეის ინოვაციურობა;
** განმცხადებლების გამოცდილება სოციალური ვიდეო მასალის მომზადებაში;
** ვიდეო რგოლების ტელევიზიებში განთავსების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის მოცვას.

ბიუჯეტი: 12 000 USD დღგ-ს გარეშე

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: info@mdfgeorgia.ge | mdfgeo@gmail.com ელ-ფოსტის სათაურში (Subject ველი) უნდა მიუთითოთ "სოციალური ვიდეო რგოლის კონკურსი".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე