ტენდერი ჟირაფი ჟოზეს მასკოტის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ჟირაფი ჟოზეს მასკოტის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე
მომწოდებელი: სტუდია ველოსიპედი
გამოქვეყნდა: 14 თებ / ბოლო ვადა: 14 მარ
თანდართული ფაილი: 205662-joze-app.zip
შპს "სტუდია ველოსიპედი" აცხადებს ტენდერს ქართული, პოპულარული საბავშვო-საგანმანათლებლო ანიმაციური სერიალის გმირის, "ჟირაფი ჟოზეს" მასკოტის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე.

შპს "სტუდია ველოსიპედი" 2017 წელს დაარსდა. სტუდიის მუშაობის ძირითადი მიმართულება გულისხმობს ქართული საბავშვო-სასწავლო ანიმაციების წარმოებასა და მათ გავრცელებას. სტუდიის პირველი პროექტია საბავშვო-სასწავლო ანიმაციური სერიალი "ჟირაფი ჟოზე", რომელმაც დროის მოკლე მონაკვეთში მაღალი პოპულარობა მოიპოვა. 2019 წლის 12 თებერვლის მონაცემებით, სერიალის Youtube არხს ჰყავს 62 000-მეტი გამომწერი და დაგროვილი აქვს 45 000 000-ზე მეტი ნახვა.

https://www.youtube.com/channel/UC2VLd27TDiI8ZTpVg2wdL7Q/featured?disable_polymer=1

შპს "სტუდია ველოსიპედი" აცხადებს ტენდერს პარტნიორი ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრების შესარჩევად და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს აღნიშნულ სფეროში მოქმედ ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტენდერის ფარგლებში, საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში შეირჩევა 1 პარტნიორი ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი, რომელსაც შპს "სტუდია ველოსიპედი" გადასცემს ჟირაფი ჟოზეს მასკოტის/გმირის გამოყენების ექსკლუზიურ უფლებას, 1 წლის ვადით.

ექსკლუზიური უფლების მოპოვების შემთხვევაში, შპს "სტუდი ველოსიპედი", ტენდერის შედეგად შერჩეულ პარტნიორ სადღესასწაულო ცენტრს:

** მოხმარებაში გადასცემს "ჟირაფი ჟოზეს" მასკოტს/გმირს, 1 წლის ვადით;
** დაეხმარება "ჟირაფი ჟოზეს" დაბადების დღის პროგრამის შედგენაში და უზრუნველყოფს მისი განხორციელების მონიტორინგს;
** "ჟირაფი ჟოზეს" დაბადების დღის პროგრამისთვის გადასცემს ჟოზეს ცეკვებისა და სიმღერების კარაოკეს (X-box);
** "ჟირაფი ჟოზეს" დაბადების დღის პროგრამისთვის გადასცემს "ჟოზეს" ექსკლუზიური მილოცვის ანიმაციას;
** დახმარებას გაუწევს PR გეგმის შედგენასა და მის განხორციელებაში "ჟირაფი ჟოზეს" სადღესასწაულო პროგრამისა და უშუალოდ თქვენი სადღესასწაულო ცენტრის პოპულარიზაციის მიზნით, როგორც თქვენს ადგილობრივ თემში დაგეგმილი აქტივობებით, ისე ჟირაფი ჟოზეს ფეისბუქ გვერდისა და იუთუბ არხის მეშვეობით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი).

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელ.ფოსტაზე: studiovelocipede@gmail.com

განაცხადის წარმოდგენის საბოლოო ვადაა: 2019 წლის 14 მარტი;

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

** ლიცენზიის შესაძენად შემოთავაზებული თანხის ოდენობა;
** განმცხადებლის შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა ყველა იმ ინფორმაციის ირგვლივ, რომელსაც შეიტანთ სატენდერო წინადადებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 557171781 ირაკლი ნადირაძე, პროექტის მენეჯერი.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე