ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: RDFG
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 27 თებ
ააიპ "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის "(RDFG) აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად:

შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: 5 ცალი პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი).

პორტატული კომპიუტერის (ნოუთბუქის) სპეციფიკაციები:

** ეკრანი: 15,6 inch
** მიკრო პროცესორი: Intel Core i5
** მყარი დისკი: 500 GB
** ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
** ოპერატიული სისტემა: Windows 10 Pro English pre-installed
** გარანტია: 1 წელი

შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ხარჯები რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაკტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა; ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს ჩათვლით;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადების და პირობების შესახებ;
** ანგარიშსწორების პირობები;

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 27 თებერვალს 17:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 4 მარტს 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ.#3ა, თბილისი, 0160, საქართველო. გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე".

საკონტაქტო პირი: სალომე მალაშხია
მობილური: +995 558 411 100
Email: smalashkhia@rdfg.ge

Association Rural Development For Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე