მოწვევა საზოგად. ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოწვევა საზოგად. ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
მოწვევა გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის განსახორციელებლად
2019 წლის თებერვალი

"ევროპის ფონდი" ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს ხელოვანთა ჯგუფებს/ხელოვანებს განაცხადების წარსადგენად, რომელიც დაეხმარება ფონდს გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების დაძლევაში, კერძოდ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოებრივი ქცევის შეცვლაში.

ევროპის ფონდის შესახებ:

ევროპის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური განვითარების ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და საზოგადოების კეთილდღეობა. ამ მისიის შესასრულებლად, ევროპის ფონდი ხელს უწყობს მოქალაქეებისა და ინსტიტუციების გაძლიერებას მათთვის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებით. ამასთანავე, ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სექტორთან და მათთან დიალოგის საფუძველზე შექმნილი კოალიციების, პლატფორმებისა თუ სამუშაო ჯგუფების დახმარებით ხელს უწყობს დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში.

პრობლემის აღწერა:

გარემოს დაცვა, და კერძოდ ჰაერის დაბინძურება  ის თემაა, რომელიც საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, როგორც გარემოზე მოქმედი, ისე ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორების შესახებ, რაც ამცირებს სიცოცხლის ხარისხს და საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას.

პრობლემის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე აუცილებელია არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი საზოგადოების ჩართულობა მისი მოგვარების პროცესში. ჰაერის ხარისხის თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ნაწილია და ხელისუფლებამ შეიმუშავა ამ ვალდებულებების შესრულების სამუშაო გეგმა, სადაც გაწერილია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება-განხორციელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობა. ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობების ძალისხმევის მიუხედავად, აუცილებელია ამ ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით.

ამ მიზნით, დაინტერესებულ ხელოვანებს ან ხელოვანთა ჯგუფებს ვთავაზობთ, შემოგვთავაზონ არტ-პროექტები და წარმოგვიდგინონ ხედვა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ხელოვნების გამოყენებით გარემოს დაცვასა და ჰაერის გაუმჯობესებაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების დაინტერესება ამ საკითხით და საერთო პრობლემის მოგვარებაში მოქალაქეების ჩართვა.  

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის შესახებ, რათა საზოგადოების აქტიურობით და სამოქალაქო ჩართულობით ხელი შევუწყოთ მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და ეფექტურად შესრულებას.

ამოცანები:

წინადადება უნდა მოიცავდეს გარკვეულ აქტივობებს, რაც თავისი შინაარსით და ფორმით (1) მიიპყრობს მოქალაქეების ყურადღებას, (2) აამაღლებს მათ ცნობიერებას და (3) გაუჩენს მათ თანამონაწილეობის/მოხალისეობის სურვილს.

აქტივობების ნიმუშები:

** ქუჩის არტი
** ​კომიქსი/ილუსტრაციები
** ციფრული არტი
** ვიდეო არტი  
** სხვა შემოქმედებითი პროექტი/იდეა

შერჩევის კრიტერიუმები:

** ევროპის ფონდი საკონკურსო განაცხადების შეფასებისას შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
** შემოქმედებითი მიდგომა;
** კომუნიკაციის თანამედრვე არხებისა და ფორმატების გამოყენება;
** ინტეგრირებული გადაწყვეტა (მისასალმებელი იქნება სხვადასხვა ფორმატში იდეის ინტეგრირება - ციფრული სივრცე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საჯარო სივრცეები, ინტეგრირება პირადი მოხმარების ნივთებსა და საგნებში და ა.შ.)
** მარტივად შესრულებადი და ხარჯთეფექტური იდეა;
** მესიჯების სიცხადე/საზოგადოებრივი ქცევის შეცვლის პოტენციალი;  
** მედიის ყურადღების მიპყრობის პოტენციალი;
** სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის აქტუალური კონტენტის შექმნა;
** ციფრული პროექტის შემთხვევაში ვირუსული გავრცელების პოტენციალი;  

განაცხადების შეფასების პროცესში, ფონდი ასევე გაითვალისწინებს:

** კონკურსის მიზნებთან, ამოცანებთან და პირობებთან შესაბამისობას;
** შიდა და გარე რისკებს, რომელიც დაკავშირებულია პროექტის განხორციელებასთან;
** პორტფოლიო, რომელიც უჩვენებს მსგავს გამოცდილებას: ა) სოციალური არტპროექტების განხორციელების გამოცდილება ბ) ზოგადი პორტფოლიო  

შედეგების შეფასება:

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტის კრეატიულ გადაწყვეტას და საზოგადოებაზე მისი გავლენის მასშტაბს, სამიზნე აუდიტორიებთან წვდომისა და მათზე ზეგავლენის გათვალისწინებით.

ვის შეუძლია განაცხადის წარმოდგენა:

ევროპის ფონდში განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე სახელოვნებო ჯგუფებს ან ცალკეულ ხელოვანებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში ან/და სოციალური შინაარსის არტპროექტების განხორციელებაში;  აქვთ ხედვა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების ამა თუ იმ დარგის გამოყენებით, გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

აპლიკანტებმა, არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა, უნდა წარმოადგინონ CV და/ან პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონცეფციის/იდეის აღწერილობა, განხორციელების გეგმა, ვადები და  ბიუჯეტი. არასრული განაცხადები არ განიხილება.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: kmagalashvili@epfound.ge  და წერილის სათაურში მიუთითონ  Call for Applications: Awareness Raising Campaigns.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე