ტენდერი საფოსტო გზავნილების და საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საფოსტო გზავნილების და საკურიერო მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" აცხადებს ტენდერს საქართველოს და საზღვარგარეთ საფოსტო გზავნილების და საკურიერო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაღალი დონის მომსახურების გაწევა;
** დავალებული სამუშაოს დროულად და დათქმულ ვადებში შესრულება;
** ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემისა (ე.წ. "თრექინგი") და მისი კუთვნილი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
** ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილების ჩაბარება არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღიდან). აღნიშნული გზავნილების ჩაბარების შესახებ ელექტრონულად დადასტურება ჩაბარებისთანავე.

სატენდერო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
** საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.
** მომსახურების ღირებულება (დეტალური ფასთა ცხრილი);
** თუ სატენდერო სუბიექტი არ არის დღგ-ს გადამხდელი, წარმოდგენილი უნდა იყოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თქვენი წინადადებები გთხოვთ მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლის 18:00 საათისა კურიერის ან ფოსტის მეშვეობით (წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დალუქულ კონვერტში) შემდეგ მისამართზე:

26 მაისის მოედანი #2, მე-5 სართული, თბილისი, საქართველო;

ტელ: (+995) 32 2 36 36 00 ან (+995) 551 119 829
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე