სტომატოლოგიური კლინიკა "UG Dent" აცხადებს ვაკანსიას ბავშთა სტომატოლოგის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** პედიატრიული სტომატოლოგიური სერვისების მიწოდება
** კლინიკის შიდა სტანდარტებით მუშაობა
** ახალი სტომატოლოგიური ტექნოლოგიებით მუშაობა
ცოდნა და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი სტომატოლოგიური განათლება
** სახელმწიფო სერტიფიკატი, ნებადართული სპეციალობა ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია; ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია; ან მინირეზიდენტურა ბავშვთა თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში
** პედიატრიულ სტომატოლოგიაში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
** ახალი სტომატოლოგიური ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენა B2 დონე
** უპირატესობა მიენიჭება საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ჩართულ პერსონალს
სამუშაო ხანგრძლივობა და პირობები:
** გამოსაცდელი ვადა - 6 თვე (ანაზღაურებადი)
** სამუშაო დრო - შეთანხმებით
წარმოსადგენია:
CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) წარმოადგინეთ 2019 წლის 24 თებერვლის ჩათვლით. შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: UG Dent - ბავშვთა სტომატოლოგი
სტომატოლოგიური კლინიკა "UG Dent" არის საქართველოს უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია, რომელიც ეწევა სამკურნალო-პროფილაქტიკური პროფილის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას და საზოგადოებას სთავაზობს სტომატოლოგიურ მომსახურებას. კლინიკა შექმნილია სამედიცინო დაწესებულებისთვის დადგენილი თანამედროვე სტანდარტების დაცვით და ორიენტირებულია ხარისხიანი სტომატოლოგიური სერვისების მიწოდებაზე. "UG Dent" აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მაღალი ხარისხის სამედიცინო/სტომატოლოგიური მასალებით.
მისამართი: თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს უნივერსიტეტის I კორპუსი, 0177. |