ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian Service Network
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
შპს "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" აცხადებას ვაკანსიას "ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** სასიამოვნო ხმის ტემბრი
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
** კომუნიკაბელური, თავდაჯერებული
** პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემომავალი ზარების გადამისამართება შესაბამის პირთან;
** ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** სატელეფონო სტანდარტების სრულყოფილად დაცვა

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათი - კვირა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@gsn.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე