სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების მომზადება და შეთავაზება;
** კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
** კორპორატიული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
** კორპორატიული კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება პროცესის/გაყიდვების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** აზროვნების სისხარტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რეპორტინგის წარმოების უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** ლიდერის, ორგანიზატორისა და მენეჯერისათვის საჭირო სხვა უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ბიზნესისადმი ერთგულება.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2019 წლის 12 მარტისა, ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას! |