მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი - თელავი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 26 თებ
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს თელავის ფილიალის მცირე ბიზნესის ანალიტიკოსის ვაკანსიაზე

სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი ფუნქციები:

** მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება
** სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება
** პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
** ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)

უნარები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** აქტიური, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2019 წლის 26 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე