საოპერაციო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო სპეციალისტი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
თანდართული ფაილი: 205305-hualing-app-form.zip
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია - "Hualing International Special  Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "თბილისის ზღვის პლაზაში", საოპერაციო სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი:  სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** სრული საინფორმაციო ბაზის მომზადება მოიჯარეებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ქირავნობის საბუთებს, კონტრაქტების შეცვლა/განახლებას, ასევე სხვა მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტაციას
** მოიჯარეების მიერ დასმულ შეკითხვებზე დროული და კომპეტენტური პასუხების გაცემა, კომპანიისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად
** მოიჯარეებისათვის იჯარის ან სხვა გადასახადებთან  დაკავშირებული საკითხების გაცნობა
** კომპანიის მიერ მოიჯარეებისთვის დადგენილი ნორმების შესრულების შემოწმება, არსებული დარღვევების აღმოჩენა, მათი აღწერა და ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში
** კომუნალური  და ქირის გადასახადების  გადახდის მონიტორინგი
** საჭირო სიახლეების მიწოდება  მოიჯარეებისთვის
** სავაჭრო ცენტრში წესრიგის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (კომერციულ პროექტებსა და სავაჭრო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების იდენტიფიცირების უნარი
** შედეგზე ორიენტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მენეჯმენტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ  რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge 2019  წლის 22 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე