საცალო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტომომსახურების ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 თებ / ბოლო ვადა: 12 მარ
პრესტიჟული კომპლექსური ავტომომსახურების ცენტრი (ავტოსამრეცხაო, კაფე, ავტონაწილების მაღაზია, სერვისბოქსები, ქიმწმენდა, ვულკანიზაცია) ეძებს მამაკაც ან ქალბატონ კანდიდატს, საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, ავტონაწილების და სერვისის მიმართულებით.

კანდიდატი იქნება უშუალოდ დირექტორთან ანგარიშვალდებული და დაქვემდებარებული.

კომპანია რეალიზებას უკეთებს უმაღლესი ხარისხის ზეთებს, საპოხ საშუალებებს, ავტონაწილებს და ავტომობილის მოვლის საშუალებებს. ჩვენ ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, როგორიცაა:  Eneos, NGK, KYB,Victor Reinz, Schaefller Group (LUK, Fag, Ina, Ruville), Mahle-Behr, Remsa, Wynns, Forch.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მუხიანი, გობრონიძის ქუჩა 25 (გლდანი-მუხიანის გზა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** კლიენტებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** კომპანიაში არსებული კლიენტების (იგულისხმება ავტოსამრეცხაოს, კაფის, ვულკანიზაციის და სხვა) დაინტერესება, პროდუქციის შეთავაზება
** გარე კლიენტების მოზიდვა სხვადასხვა აქტივობებით და ხერხებით
** სხვადასხვა იდეების და ინსტრუმენტების მოფიქრება გაყიდვების ზრდის კუთხით, მათი შემდგომ დანერგვა და საბოლოო ანალიზის, სტატისტიკის წარდგენა
** სხვა ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება
** სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი
** MS Office პროგრამების ცოდნა
** არსებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება, ინდუსტრიის და პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების უნარის ძალიან მაღალ დონეზე ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება
** მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურეობა)
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კრეატიულობა
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი
** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიული, აქტიური
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პიროვნული და კარიერული ზრდის სურვილი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (დასვენების დღე არჩევით), 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია აპლიკანტის კვალიფიკაციაზე
ბონუსის ოდენობა არ არის შეზღუდული, მისი ზრდა დამოკიდებულია მხოლოდ აპლიკანტის მიღწეულ შედეგებზე.

განსაკუთრებული პირობები:

** აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომელზე
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ძალიან მაღალი გაყიდვების უნარი.

პირველი ეტაპი: რეზიუმეების შერჩევა.
მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
თანამშრომლად აყვანის შემთხვევაში კანდიდატი გაივლის შესაბამის ტექნიკურ და სხვა ტიპის საჭირო კვალიფიკაციას.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: professional_ltd@yahoo.com 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე